ბორჯომის საბაგირო

ბორჯომის საბაგირო

საბაგირო გზა ბორჯომის პარკს, ქალაქის ერთ-ერთ მაღალ წერტილთან, პლატოსთან აკავშირებს. ორბაგირიან ხაზზე ვაგონი 1962 წლიდან მოძრაობს, 90-იან წლებში განადგურებული საბაგიროს ახალი სიცოცხლე, 2006 წლიდან დაიწყო. ახალი ვაგონი თბილისის 31-ე ქარხანაშია აწყობილი.

საბაგიროს ორ სადგურს შორის მანძილი 376 მეტრია.

ამ მანძილს ვაგონი 3 წუთში ფარავს.

მიწიდან კაბინამდე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 116 მეტრია.

ერთდროულად საბაგიროს 25 ადამიანი გადაჰყავს.