
ბორჯომი
ბორჯომი
ქალაქ ბორჯომს და მის ხეობას თითქმის ყველა მხრიდან ესაზღვრება წიწვოვანი და შერეულ-ფოთლოვანი ტყეებით დაფარული მთები. კურორტის მოსაზღვრე ზოგიერთი მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ-ს აღწევს . იმის გამო, რომ ბორჯომი მდებარეობს ხეობაში, ზაფხული თბილია, ზამთარი კი ზომიერად რბილი. კრისტალურად სუფთა ჰაერი, რომელიც გაჯერებულია ფიჭვის ტყეებით, განაპირობებს სრულყოფილ დასვენებას და თქვენც სულიერ სიმშვიდეს.
ბორჯომის ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი არის ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის.
ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც ,,გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით. ბორჯომის წყლის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალები, რომელიც არაჩვეულებრივად მკურნალობს ადამიანის სხვადასხვა ორგანოს.
მკურნალობის ჩვენებებია:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მკურნალობა.
- სანაღვლე გზების დაავადების მკურნალობა.
- თირკმლის დაავადების მკურნალობა.
- როგორც აბაზანა – სისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა დაავადებების მკურნალობა.