Holiday Borjomi – სასტუმრო გაიხსნა 2022 წლის ივლისიდან.
სასტუმროს ტიპი და ადგილმდებარეობა:
ჰოლიდეი ბორჯომი არის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც სიმშვიდე და სტუმართმოყვარეობა დაგხვდებათ.
სასტუმრო მდებარეობს ქალაქ ბორჯომში საუკეთესო მწვანე ქალაქში, რომელიც ცნობილია ბუნებრივი ფლორა და წყაროებით.
სასტუმროსთან ახლოს 70 მეტრში არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, სადაც საოცარი ხედები, ბუნება და თავგადასავლები გელოდებათ.
ჰოლიდეი ბორჯომის ნომრების ტიპი და რაოდენობა.
სასტუმრო განლაგებულია 2 სართულზე და არის 10 ნომერი. თითოეული ნომრის ფართობია 24-25 კვ.მ. აქედან ერთი ნომერი არის შშმ ადაპტირებული. სასტუმროს აქვს არაჩვეულებრივი ქართულ-ევროპული რესტორანი, სადაც შეგიძლიატ დააგემოვნოთ სხვადასხვა გემრიელი კერძები.
King Size Bed – მთის ხედით – 3 ოთახი.
Queen Size Bed – მთის და ბაღის ხედით – 4 ოთახი.
Queen Double – ბაღის და მთის ხედით – 1 ოთახი.
Twin Size Bed – მთის ხედით – 2 ოთახი.
ყველა ნომერს აქვს საკუთარი კეთილმოწყობილი სველი წერტილი.
სულ შესაძლებელია განთავსდეს 25 ადამიანი.
სასტუმრო ჰოლიდეი ბორჯომს აქვს 25 მონაწილეზე გათვლილი კეთილმოწყობილი საკონფერენციო დარბაზი დიდი მონიტორით.
სასტუმროს აქვს ულამაზესი ეზო ბორჯომის მთებით თვალწარმტაცი ხედებითდა ღია კაფე, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა სასმელი და დატკბეთ უმშვენიერესი ბუნებით.